beroomie.com

რა ღირს ბინის ქირა თბილისში - BeRoomie Blog

რა ღირს ბინის ქირა თბილისში

სახელმძღვანელო სტუდენტებისა და რუმმეითის მაძებლებისთვის

ბინის ქირა თბილისში
თბილისი ენერგიული ქალაქია, რომელიც მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს, თუმცა საცხოვრებლის პოვნა ზოგჯერ გამოწვევად რჩება. ამ პოსტში განვიხილავთ ბინის ქირის საშუალო ფასებს და გაგიზიარებთ რჩევებს, როგორ იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი.

საშუალო ფასები უბნების მიხედვით (2024 წლის მონაცემებით)

თბილისში ბინის ქირის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება უბნის, ბინის ზომისა და მდგომარეობის მიხედვით. ქვემოთ მოცემულია სავარაუდო საშუალო ფასები, რომელიც დაგეხმარებათ საწყისი ბიუჯეტის განსაზღვრაში:
მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო

პრესტიჟული უბნები

1-ოთახიანი (სტუდიო) $400 – $700+
2-ოთახიანი $600 – $1000+
3-ოთახიანი $800 – $1500+
ჩუღურეთი, დიდუბე, ისანი, სამგორი

ხელმისაწვდომი უბნები

1-ოთახიანი (სტუდიო) $300 – $500
2-ოთახიანი $450 – $700
3-ოთახიანი $600 – $900
გლდანი, მუხიანი, ვარკეთილი

ბიუჯეტური გარეუბნები

1-ოთახიანი (სტუდიო) $250 – $400
2-ოთახიანი $350 – $550
3-ოთახიანი $450 – $700
ზემოთ მოცემული ფასები საშუალოა და შესაძლოა შეიცვალოს ბინის მდგომარეობის, ავეჯის, ტექნიკის, რემონტის ხარისხისა და მეტროსთან სიახლოვის მიხედვით.

რჩევები სტუდენტებისა და რუმმეითის მაძიებლებისთვის

რუმმეითი საუკეთესო გამოსავალია: თუ ბიუჯეტი გაქვთ შეზღუდული, რუმმეითთან ერთად ცხოვრება საუკეთესო გამოსავალია. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს ყოველთვიურ ხარჯებს, რადგან ქირა, კომუნალური გადასახადები და ზოგჯერ საკვებიც კი გაიყოფა.

დაიწყეთ რაც შეიძლება ადრე ბინის ძიება. აღნიშნული მოგცემთ შესაძლებლობას კარგად შეათვალიერეთ რამდენიმე ვარიანტი, შეადარეთ ფასები და პირობები.
გაითვალისწინეთ მდებარეობა: დაფიქრდით, რამდენად ახლოსაა ბინა თქვენს სასწავლებელთან, ტრანსპორტთან და ყოველდღიური საჭიროების ობიექტებთან (მაღაზიები, აფთიაქები).
გაფორმეთ ხელშეკრულება: აუცილებლად გააფორმეთ ქირავნობის ხელშეკრულება მეპატრონესთან, სადაც გაწერილი იქნება ყველა პირობა, მათ შორის ქირის ფასი, გადახდის ვადები, კომუნალური გადასახადები და სხვა.
წინასწარ გაარკვიეთ კომუნალური გადასახადები: გაითვალისწინეთ, რომ ქირის გარდა მოგიწევთ კომუნალური გადასახადების (ელექტროენერგია, წყალი, გაზი, ინტერნეტი) გადახდა. ჰკითხეთ მეპატრონეს დაახლოებით რა თანხაა საჭირო თვეში.
თბილისში ბინის ქირაობა სტუდენტისთვის რეალური გამოწვევაა, მაგრამ სწორი ინფორმაციის და ინსტრუმენტების გამოყენებით შეგიძლია სტრესი მინიმუმამდე დაიყვანო. აირჩიე სწორი უბანი, იყავი ყურადღებით და შეარჩიე სწორი რუმმეითი!

გადადი BeRoomie-ზე და დაიწყე ძიება დღესვე!

შექმენი პროფილი და იპოვე ბინა და რუმმეითი ერთდროულად

დაიწყე ახლავე

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)