რუმმეითად ცხოვრების გამოცდილება შევიძინე ჯერ კიდევ 2019 წელს, როდესაც გერმანიაში ერასმუსის გაცვლითი პროექტით მომიწია წასვლა. ძალიან დათრგუნული ვიყავი იმ ფაქტით, რომ სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად უნდა მეცხოვრა საერთო საცხოვრებელში. გერმანელი, უნგრელი, ინდოელი, ჩინელი, ინგლისელი, ჩეხი – ეს იმ ადამიანების ეროვნებებია, რომლებთაც ერთადაც გერმანიაში ყოფნის ორი წლის განმავლობაში მომიწია ცხოვრება.
მალე მივხვდი, რომ რუმმეითთან ერთად ცხოვრება არა მხოლოდ ეკონომიურად, არამედ ცხოვრებისეულადაც სწორი არჩევანი იყო.
ამ ბლოგში გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, რუმმეითის ყოლის დადებით და უარყოფით მხარეებს.
ხელმისაწვდომი ბინის ქირა
არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საქართველოში თუ გერმანიაში, კარგი ბინის პოვნა ხელსაყრელ ფასად ძალიან რთულია. საქართველოსგან განსხვავებით, სადაც რუმმეით კულტურა ახლა იკიდებს ფეხს, გერმანიაში აღნიშნული ძალიან გავრცელებულია.
თითქმის ყველა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საერთო საცხოვრებლებს. გარდა საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებლებისა, არსებობენ კერძო საერთო საცხოვრებლები ან კერძო ბინები, რომლებიც როგორც საზიარო ბინა ისე ქირავდება.
რუმმეითად ცხოვრების დროს გაქვს შესაძლებლობა გაიყო ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები, ინტერნეტის გადასახადი, რაც სტუდენტობის პერიოდში თანხის დაზოგვის საუკეთესო გზაა.
პასუხისმგებლობის გაზიარება
რუმმეითთან ერთად საზიარო ბინაში ცხოვრება ნიშნავს პასუხისმგებლობების გადანაწილებას. მსგავსი ტიპის საცხოვრებლებში სამზარეულო და სველი წერტილები საერთო სარგებლობის სივრცეებს წარმოადგენენ.
ხშირად იქმნება პრობლემები სისუფთავის დაცვის ნაწილში. ამ დროს ფუნქციების გადანაწილება და დასუფთავების განრიგის შედგენა ძალიან მნიშვნელოვანია.
რა ხდებოდა მაშინ, როცა პრობლემები გვქონდა?
რა თქმა უნდა, ყველაფერი ყოველთვის იდეალურად არ იყო. გვქონდა უთანხმოება დასუფთავებაზე და ხმაურიან სტუმრებზე.
მაგალითად, მე მქონდა ხშირად პრობლემა რუმმეითებთან სამზარეულოში სისუფთავის დაცვაზე. ხშირად მიწევდა ხოლმე სტიკერებზე დაწერა: „გთხოვთ, გაზი და ნიჟარა გაწმინდეთ საჭმლის გაკეთების შემდეგ", „გთხოვთ, ნაგავი დროულად გადაყაროთ".
როცა მივხვდი, რომ აღნიშნულს უგულვეყოფდნენ, ერთ საღამოს ყველა მოვიხმე სამზარეულოში, რომ შეგვედგინა დასუფთავების განრიგი. წინასწარ შეთანხმებული წესები დაგვეხმარა, რომ ეს თემები მშვიდად მოგვეგვარებინა.
ამ ყველაფერმა ყველაფერთან ერთად მასწავლა კომუნიკაცია, დიპლომატია და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
რჩევა მათთვის, ვინც ახლა ეძებს რუმმეითს
•
დააკვირდი მის ხასიათს
•
იკითხე დღის რეჟიმი, ადრე იძინებს თუ გვიან?
•
შეიმუშავეთ გეგმა და გადაინაწილეთ საქმეები
•
შეიმუშავეთ გეგმა სურსათის ხარჯებზე ან იქნებ არ გსურთ ხარჯების გაყოფა
მაგალითად, ერთ ბინაში ყველას თავისი განყოფილება ჰქონდა სამზარეულოში და მაცივარში.
როგორ დაგეხმარება BeRoomie?
BeRoomie-ზე პროფილის შექმნისას უთითებ ჩემს ინტერესებს, მოლოდინებს, ჩვევებს. ჩვენი ალგორითმი კი გთავაზობს იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად ესადაგებიან შენს ინტერესებს.
რუმმეითთან ცხოვრება არ არის მხოლოდ ხარჯების გაზიარება, ეს არის გამოცდილება, რომელიც გეხმარება პიროვნულად გაზრდაში, ადამიანებთან ურთიერთობის გაღრმავებაში, საინტერესო ადამიანების და თუნდაც მეგობრების აღმოჩენაში.
ეძებ რუმმეითს თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში?
შექმენი პროფილი BeRoomie-ზე და იპოვე ადამიანი, ვისთანაც ცხოვრება გახდება უფრო მარტივი და საინტერესო!
დაიწყე ახლავე