თბილისში რუმმეითთან ერთად ცხოვრება ბევრ სტუდენტს ეხმარება ბინის ქირის შემცირებასა და ცხოვრების ხარჯების გაზიარებაში. თუმცა, სანდო და შენს ინტერესებზე მორგებული რუმმეითის პოვნა მარტივი არ არის.
ეს ბლოგი დაგეხმარება გადადგა სწორი ნაბიჯები და აირჩიო რუმმეითი, ვისთანაც შვიდად და კომფორტულად იცხოვრებ.
პირველ რიგში განსაზღვრე შენი პრიორიტეტები
ძებნის დაწყებამდე ჩამოწერე შენთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რომლებიც რუმმეითმა უნდა დააკმაყოფილოს:
ცხოვრების სტილი
სისუფთავის დონე
მწეველი თუ არამწეველი
ინტროვერტი თუ ექსტროვერტი
შინაური ცხოველებისადმი დამოკიდებულება და ა.შ.
გადაწყვიტე, გინდა მხოლოდ ბინის გაზიარება, თუ ეძებ მეგობრობასაც. ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარება უკეთ განსაზღვრო საკუთარი მოლოდინები და სწრაფად აარჩიო შესაფერისი ადამიანი.
გამოიყენე სწორი პლატფორმები
Facebook ჯგუფები და საიტები სავსეა განცხადებებით. თუმცა აღნიშნულ პლატფორმებზე ძიება ხშირად ქაოტური, დროში გაწელილი და არაეფექტურია.
BeRoomie სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისთვის შეიქმნა! პლატფორმაზე შეგიძლია შექმნა პროფილი, მიუთითო შენი პრეფერენციები და ნახო მხოლოდ ისეთი კანდიდატები, რომლებიც შენს ინტერესებს შეესაბამებიან.
შეხვედრა ან ვიდეოზარი - აუცილებელი ნაბიჯი!
არასდროს აირჩიო რუმმეითი პირადად გაცნობის ან ვიდეოზარის გარეშე.
შეხვედრისას ჰკითხე კითხვები:
•
როგორია მისი ყოველდღიური რუტინა?
•
რა ვადით ეძებს რუმმეითს?
•
არის თუ არა გადახდისუნარიანი?
•
ჰყავს თუ არა შინაური ცხოველი?
•
რამდენად ხშირად მასპინძლობს სტუმრებს?
•
და ა.შ.
ეს კითხვები დაგეხმარება უკეთ გაიცნო ადამიანი და შეაფასო, რამდენად შეეფერებით ერთმანეთს.
თავიდანვე შეთანხმდით წესებზე
ერთად შეიმუშავეთ "რუმმეით შეთანხმება", სადაც იქნება მითითებული:
ქირის გადანაწილება და გადახდის თარიღი
დასუფთავების განრიგი
სტუმრების მიღების წესები
ხმაურის შეზღუდვები და ა.შ.
წერილობითი შეთანხმება თავიდან აგაცილებთ გაუგებრობებს და უთანხმოებებს.
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს
წითელი დროშები:
უარი ამბობს წერილობით შეთანხმებაზე
თავს არიდებს შეხვედრას ან არ მოდის დათქმულ შეხვედრაზე
ითხოვს წინასწარ გადახდას და ა.შ.
რუმმეითის შერჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია შენი მშვიდი სტუდენტური ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ნუ იჩქარებ და აირჩიე ის ადამიანი, ვინც შენს ღირებულებებსა და ცხოვრების სტილს შეესაბამება.
BeRoomie სწორედ ამ პროცესის გამარტივებას გთავაზობს
დარეგისტრირდი დღესვე, შეავსე პროფილი და იპოვე რუმმეითი, ვისთანაც ცხოვრება იქნება სასიამოვნო და კომფორტული!
დაიწყე ახლავე