ვერსია 1.0 • გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 26 აგვისტო
ჩვენ, შპს “ბირუმი” ვართ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
მისამართი: თბილისი, საქართველო
ვებგვერდი: www.beroomie.com
ჩვენთვის, ჩვენი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა და უსაფრთხოება სტრატეგიული მნიშვნელობისაა. თქვენი მონაცემების დამუშავებისას ვიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და მივყვებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებს.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს “ბირუმის” პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას (შემდგომში “პოლიტიკა”), გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდზე და არის მომსახურების წესებისა და პირობების არსებითი ნაწილი.
პლატფორმის მეშვეობით მომსახურების მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია და შესაბამის ველებში მონაცემების მითითება. „ბირუმი“ აგროვებს, ამუშავებს და ინახავს შემდეგ მონაცემებს:
რეგისტრაციით ადასტურებთ თანხმობას, რომ „ბირუმი“ შეინახავს და გამოიყენებს თქვენს მონაცემებს:
მონაცემებს ვამუშავებთ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის, მათ შორის:
შეგროვება, შენახვა და გადამუშავება ხორციელდება ავტომატური საშუალებებით (ინფორმაციული ტექნოლოგიები), მათ შორის მონაცემების კატეგორიზაცია/დაჯგუფებით.
„ბირუმი“ იყენებს ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დაიცვას მონაცემები დაკარგვისგან, განადგურებისგან ან არაუფლებამოსილი წვდომისგან. უსაფრთხოების ზომები რეგულარულად ახლდება. უფლებამოსილი პირები მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ „ბირუმის“ დოკუმენტური მითითებებით.
18 წლამდე პირებს ეკრძალებათ პლატფორმით სარგებლობა. თუ გაირკვა, რომ მომხმარებელი 18 წლამდეა, მის მონაცემებს წავშლით. პლატფორმით სარგებლობით ადასტურებთ, რომ სულ მცირე 18 წლის ხართ.
მონაცემებს ვამუშავებთ მიზნის მიღწევამდე ან კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე. შემდეგ მონაცემები წაიშლება ან დამუშავება შეიზღუდება.
ვიყენებთ Cookies-ებს (მოწყობილობის იდენტიფიკატორები, ვებნავიგაცია, ლოკაცია, ენა და სხვ.). Cookies გვეხმარება გავაუმჯობესოთ გამოცდილება, ნავიგაცია და შეთავაზებები. შეგიძლიათ მართოთ და უარი თქვათ არასავალდებულო Cookies-ებზე.
შეთავაზებების გასაგზავნად შეიძლება პეროდულად დაგიკავშირდეთ თქვენს ელფოსტაზე/ტელეფონზე და პირად გვერდზე. თანხმობის გაუქმება შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, მოგვწერეთ contact@beroomie.com.
თქვენ გაქვთ უფლება:
პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე გვრეაგირებთ ელფოსტაზე: contact@beroomie.com. თქვენი მოთხოვნა განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.
ცვლილებები გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე თარიღის მითითებით.
განახლების თარიღი: 26/08/2025