beroomie.com

რამდენს დაზოგავ რუმმეითთან ერთად ცხოვრებით? BeRoomie Blog

რამდენს დაზოგავ რუმმეითთან ერთად ცხოვრებით?

გაიგე რამდენი ფულის დაზოგვა შეგიძლია რუმმეითთან ერთად ცხოვრებით თბილისში.

დაზოგე რუმმიეთთან ერთად  ცხოვრებით
თუ ოდესმე გიცდია მარტო ბინის ქირაობა თბილისში, ალბათ უკვე იცი თუ როგორი ძვირია აღნიშნული. დღეს-დღეობით უკიდურესად გაზრდილი ფასების გამო საკმაოდ გაძნელდა ბინის ქირაობა.
ხშირად სტუდენტები და ახალგაზრდები წერენ:
„მარტო რომ ვიცხოვრო, საკმარისი ხელფასი არ მაქვს“
„აქამდე ნათესვებთან ვცხოვრობდი, მაგრამ შეიქმნა ძალიან ტოქსიკური გარემო და სასწრაფოდ მიწევს გადასვლა“
„სამწუხაროდ, ძალიან მცირე ბიუჯეტი მაქვს“ და ა.შ.

რატომ გახდა რუმმეითითან ერთად ცხოვრება პოპულარული საქართველოში?

ბოლო წლებში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, შედეგად ბინის მარტო ქირაობას სტუდენტური ბიუჯეტი აღარ ჰყოფნის და ბევრს უწევს საზიარო ბინაში გადასვლა.

რამდენს დაზოგავ რეალურად?

თუ მარტო ცხოვრობ, ყველა ხარჯი შენზე მოდის: ქირა, კომუნალური, ინტერნეტი, მაგრამ როგორც კი რუმმეითთან ერთად ცხოვრებას იწყებ, ეს ხარჯები ნაწილდება და სწორედ აქ იწყება რეალური დაზოგვა.

საშუალოდ, ერთი რუმმეითის დამატებით შენ შეგიძლია დაზოგო დაახლოებით 40%-დან 60%-მდე საცხოვრებელ ხარჯებზე. პროცენტურლობა დამოკიდებულია ბინის ფასზე და კომუნალურებზეც.

რუმმეითის რაოდენობის გაზრდის პროპორციულად მცირდება შენს მიერ გადასახდელი ქირის ღირებულება. მაგალითად, თუ ორი რუმმეითი გყავს (ან სამნი ცხოვრობთ ერთად) შენ გიწევს ქირის დაახლოებით 30%–ს გადახდა. რაც ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია დაზოგო 65%–დან 70%-მდე იმასთან შედარებით, რასაც მარტო ბინის ქირაობით გადაიხდიდი.
რაც მეტი ადამიანი იყოფს ბინას, მით ნაკლებია ინდივიდუალური ხარჯი.
თუმცა მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ძალიან ბევრი რუმმეითის ყოლა ხშირად ამცირებს კომფორტს და ზრდის კონფლიქტებს.
რუმმეითის შერჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია შენი მშვიდი სტუდენტური ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ნუ იჩქარებ და აირჩიე ის ადამიანი, ვინც შენს ღირებულებებსა და ცხოვრების სტილს შეესაბამება.

BeRoomie სწორედ ამ პროცესის გამარტივებას გთავაზობს

დარეგისტრირდი დღესვე, შეავსე პროფილი და იპოვე რუმმეითი, ვისთანაც ცხოვრება იქნება სასიამოვნო და კომფორტული!

დაიწყე ახლავე

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)